• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    6
    დეკემბერი
    საკრებულოს მერვე მოწვევის პირველი სხდომა

    დღეს. 3 დეკემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. 

    სხდომაზე ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა გიორგი ინაშვილი, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ - კახაბერ ჩიტაური, ხოლო მოადგილეეებად - ეკგუჯა უნდილაშვილი და გვანცა ესტატიშვილი.

     

    საკრებულოში დაკომპლექტდა 5 მუდმივმოქმედი კომისია და აირჩა მათი თავმჯდომარეები, კერძოდ:

    სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია - გივი ზურაბაშვილი;

    საფინანსო-საბიუჯეტო კომისია - ლევან მწითური;

    სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია - ნუკრი უნდილაშვილი;

    ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია - ალექსანდრე ბუჩუკური;

    სოციალურ საკითხთა კომისია - გიორგი ასლამაზიშვილი.

     

    საკრებულომ ცნობად მიიღო ორი ფრაქციის შექმნა:

    "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო," თავმჯდომარე გიორგი რუბაშვილი. 

    "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა," თავმჯდომარე - ზურაბ დინუაშვილი. 

    საკრებულოს პირველივე სხდომაზე დამტკიცდა საკრებულოს რეგლამენტი და მუდმივმოქმედ კომისიათა დებულებები. 

     

    საკრებულოს პირველ სხდომას აგრეთვე ესწრებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე.